Accentnews.ge
უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს

უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს

17/08/2021 08:05:13 საზოგადოება, რეკლამა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს.

როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჟინვალის წყალსაცავში, მოქალაქე მოტორიანი ნავიდან ახდენდა უკანონო თევზჭერას და 90- მეტრიანი სახლართი ტიპის ბადის გამოყენებით 2,5 კგ. ვიმბის სახეობის თევზი ჰქონდა მოპოვებული.

„2 სამართალდარღვევა კი აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გამოვლენილია კასპის მუნიციპალიტეტში. მოქალაქეები გასაბერი ნავიდან, ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ახდენდნენ თევზჭერას და 2,5 კგ. ხრამულის სახეობის თევზი ჰქონდათ მოპოვებული.

უკანონოდ მოპოვებული თევზი, გასაბერი ნავები, აკუმულატორები და თევზჭერის უკანონო საშუალებები დაილუქა. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S