Accentnews.ge
იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები კოვიდბარათების გაცემას იწყებენ

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები კოვიდბარათების გაცემას იწყებენ

17/08/2021 08:21:28 საზოგადოება

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები კოვიდბარათების გაცემას იწყებენ. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ვარცელებს.

მისივე ცნობით, მომხმარებელს კოვიდბარათის მიღება საქართველოს მასშტაბით, ყველა ფილიალში შეეძლება. კოვიდბარათზე, პირისთვის სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR-კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემები იქნება დატანილი, რომელიც იუსტიციის სახლის შტამპით დამოწმდება.

კოვიდბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა და დოკუმენტი განცხადების წარდგენისთანავე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს, კოვიდბარათი საქართველოს ფარგლებს გარეთ წარსადგენად, აპოსტილი/ლეგალიზაციით დამოწმებული ესაჭიროება, აღნიშნული სერვისის მიღებას ისინი იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S