Accentnews.ge
"დღეს კოვიდ–ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი მაისის ტალღის პიკზე 3-ჯერ მეტია, მოგიწოდებთ, აიცერით"

"დღეს კოვიდ–ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი მაისის ტალღის პიკზე 3-ჯერ მეტია, მოგიწოდებთ, აიცერით"

17/08/2021 08:09:32 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი მაისში არსებულ მაჩვენებელზე 3-ჯერ მეტია და ჯანდაცვის სისტემა „დაძაბულობის ზღვარზე მუშაობს“.

ამასთან, მან მოქალაქეებს აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ეპიდსიტუაციისთვის დამახასიათებელი მაჩვენებელი, როგორიც არის ინციდენტობა, 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობა, დადებითობის მაჩვენებელი დაახლოებით 3-ჯერ მეტია, ვიდრე გვქონდა მაისის ტალღის პიკზე, 17 მაისს და დაახლოებით 97%-ია იმისა, რაც გვქონდა ნოემბერ-დეკემბრის პიკზე. აქტიურ შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში 50 ათას გადასცილდა. საავადმყოფოებში მოთავსებული პაციენტების რაოდენობა საკმაოდ მაღალია. ჯანდაცვის სისტემა მუშაობს დაძაბულობის ზღვარზე, საჭიროა სულ უფრო მეტი აქტიურობა ორი მიმართულებით. ესენია - რეკომენდაციების დაცვა, დაემატა პირბადის ტარების სავალდებულოობა გარე სივრცეშიც და მეორე მთავარი მიმართულება არის კიდევ უფრო მეტი აცრა. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, ვინც არ ხართ აცრილები, რომ მიბრძანდეთ და აიცრათ, რადგან აცრაზე გადის დღეს პანდემიასთან ბრძოლის მთავარი ხაზი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S