Accentnews.ge
"კლინიკაში მკურნალობის საჭიროების მქონე პაციენტთა 95% ვაქცინის არც ერთი დოზით აცრილი არაა"

"კლინიკაში მკურნალობის საჭიროების მქონე პაციენტთა 95% ვაქცინის არც ერთი დოზით აცრილი არაა"

17/08/2021 07:50:01 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლინიკაში მკურნალობის საჭიროების მქონე პაციენტთა 95% კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის არც ერთი დოზით აცრილი არაა.

"სადღეისოდ კლინიკაში მკურნალობას გადის 95% იმ ადამიანებისა, რომლებსაც არც ერთი ვაქცინა, არც ერთი დოზა არ ჰქონდათ ჩატარებული. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რამდენად ეფექტური იარაღია ვაქცინა პანდემიის მართვაში. მე ვთხოვ კიდევ ერთხელ მოქალაქეებს, ჩაერთონ ვაქცინაციაში და ინტენსიურად გამოიყენონ პირბადე", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ამასთან, მისივე თქმით, იმ პირებიდან, ვისაც ვაქცინის ერთი დოზა ჰქონდა გაკეთებული, კლინიკაში მოხვდა 2,85%, ხოლო ორჯერ აცრილებიდან ჰისპიტალში გადაყვანა 2, 13%–ს დასჭირდა:

„იმისთვის, რომ კიდევ უფრო ნათელი გავხადოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, გავაკეთეთ მოკვლევა, ვინაიდან უკვე საკმაოდ იდი რაოდენობაა მოქალაქეების აცრილია. მოგვეცა საფუძველი, დაგვედგინა, როგორია წილი ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტებისა, ვინც უკვე იყვნენ ერთი ან ორი დოზით აცრილნი და ამ კომპონენტში უკვე გამოიკვეთა, რომ ერთი დოზით აცრილებში, განურჩევლად ვაქცინისა, კლინიკაში მოხვედრილია მხოლოდ 2,85 %, ხოლო ორი დოზით აცრილი პაციენტების 2,13 %“.

  • ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სულ 831 815 აცრაა ჩატარებული, 16 აგვისტოს 25 083 პირი აიცრა.

რაც შეეხება აცრის სტატისტიკას რეგიონების მიხედვით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 16 აგვისტოს მონაცემებით, თბილისში ჩატარდა 7, 461 აცრა, აჭარაში – 2, 521, იმერეთში -1, 803, შიდა ქართლში – 591, ქვემო ქართლში – 327, გურიაში აიცრა 164 პირი, სამეგრელო-ზემო სვანეთში ჩატარდა 1,173 აცრა, მცხეთა-მთიანეთში აიცრა – 279, კახეთში – 290, სამცხე-ჯავახეთში – 175.

ცნობისთვის: საქართველოში კოვიდ–ინფიცირების რეკორდული ნამატი გამოვლინდა. კერძოდ, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 6 208 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 3 539 პირი გამოჯანმრთელდა, 47 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 47 872 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 873, „პისიარ“ ტესტით – 13 999.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 12,97%, ბოლო 14 დღის – 10,63%, ბოლო შვიდი დღის – 11,14%.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 490 462 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 429 190 პირი გამოჯანმრთელდა, 6 483 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S