Accentnews.ge
რამდენი ადამიანი მოხვდა კლინიკებში მათგან, ვინც უკვე კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის თუნდაც ერთი დოზით არის აცრილი

რამდენი ადამიანი მოხვდა კლინიკებში მათგან, ვინც უკვე კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის თუნდაც ერთი დოზით არის აცრილი

17/08/2021 07:49:01 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ქვეყანაში ჩატარდა მოკვლევა, რამდენი ადამიანი მოხვდა კლინიკებში მათგან, ვინც უკვე კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის თუნდაც ერთი დოზით არის აცრილი.

მისი თქმით, იმ პირებიდან, ვისაც ვაქცინის ერთი დოზა ჰქონდა გაკეთებული, კლინიკაში მოხვდა 2,85%, ხოლო ორჯერ აცრილებიდან ჰისპიტალში გადაყვანა დასჭირდა 2, 13%–ს.

„იმისთვის, რომ კიდევ უფრო ნათელი გავხადოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, გავაკეთეთ მოკვლევა, ვინაიდან უკვე საკმაოდ იდი რაოდენობაა მოქალაქეების აცრილია. მოგვეცა საფუძველი, დაგვედგინა, როგორია წილი ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტებისა, ვინც უკვე იყვნენ ერთი ან ორი დოზით აცრილნი და ამ კომპონენტში უკვე გამოიკვეთა, რომ ერთი დოზით აცრილებში, განურჩევლად ვაქცინისა, კლინიკაში მოხვედრილია მხოლოდ 2,85 %, ხოლო ორი დოზით აცრილი პაციენტების 2,13 %“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კლინიკაში დღეს მკურნალობას გადის 95% იმ ადამიანებისა, რომლებსაც არც ერთი ვაქცინა და არც ერთი დოზა არ ჰქონდათ გაკეთებული:

„ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად ეფექტური იარაღია ვაქცინაცია კოვიდპანდემიის მართვასა და ინფექციისგან თავის დასაცავად.აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩვენს ყველა მოქალაქეს, გააქტიურდნენ და მიიღონ გადაწყვეტილება, რომ ჩაერთონ ვაქცინაციაში და ინტენსიურად გამოიყენონ პირბადე“.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სულ 831 815 აცრაა ჩატარებული, 16 აგვისტოს აიცრა 25 083 პირი.

რაც შეეხება აცრის სტატისტიკას რეგიონების მიხედვით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 16 აგვისტოს მონაცემებით, თბილისში ჩატარდა 7, 461 აცრა, აჭარაში – 2, 521, იმერეთში -1, 803, შიდა ქართლში – 591, ქვემო ქართლში – 327, გურიაში აიცრა 164 პირი, სამეგრელო-ზემო სვანეთში ჩატარდა 1,173 აცრა, მცხეთა-მთიანეთში აიცრა – 279, კახეთში – 290, სამცხე-ჯავახეთში – 175.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S