Accentnews.ge
ჯანდაცვის მინისტრი დამატებითი შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავს

ჯანდაცვის მინისტრი დამატებითი შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავს

17/08/2021 07:37:38 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში ეპიდვითარების კიდევ უფრო მეტად გაუარესების შემთხვევაში დამატებითი შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ. მსჯელობები გაგრძელდება ვინაიდან, ვიცავთ ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესს. მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს ყველა ღონისძიების გატარება და ყველაფერი დროული იყოს“,-განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის: საქართველოში კოვიდ–ინფიცირების რეკორდული ნამატი გამოვლინდა. კერძოდ, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 6 208 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 3 539 პირი გამოჯანმრთელდა, 47 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 47 872 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 873, „პისიარ“ ტესტით – 13 999.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 12,97%, ბოლო 14 დღის – 10,63%, ბოლო შვიდი დღის – 11,14%.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 490 462 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 429 190 პირი გამოჯანმრთელდა, 6 483 პაციენტი გარდაიცვალა.
  • სულ აცრილია 831 815 ადამიანი, დღიურად აცრილია 25 083.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S