Accentnews.ge
"საწოლფონდთან მიმართებაში მდგომარეობა არის რთული, 1 500–ზე მეტი პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია"

"საწოლფონდთან მიმართებაში მდგომარეობა არის რთული, 1 500–ზე მეტი პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია"

17/08/2021 07:30:13 საზოგადოება

საწოლფონდთან მიმართებაში მდგომარეობა არის საკმაოდ რთული, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, 1 500–ზე მეტი პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია.

"დღემდე არც ერთ პაციენტი ჰოსპიტალში განთავსების გარეშე არ დარჩენილა, ვგულისხმობ იმ პაციენტებს, რომლებსაც კლინიკურად ესაჭიროებათ სტაციონარში მკურნალობა. დღეს გვაქვს 52 000–ზე მეტი აქტიური შემთხვევა და ძირითადი ნაწილი იმართება ოჯახის ექიმების მხრიდან ბინაზე, 3 500-მდე ადამიანი არის სასტუმრო სექტორში, ხოლო დანარჩენი გადიან მკურნალობს ჰოსპიტლებში. ჰოსპიტლებში პაციენტების მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან 1 500 პაციენტზე მეტი მკურნალობს ინტენსიურ საწოლზე, ხოლო 500 პაციენტი გადის რეანიმაციულ საწოლზე მკურნალობას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S