დღეიდან საქართველოში ახალი შეზღუდვა დაწესდა
17/08/2021 07:23:00 საზოგადოება
საქართველოში ახალი შეზღუდვა დაწესდა.
"დღეიდან შიდა და გარე სივრცეში სავალდებულო ხდება პირბადის გამოყენება. ჩვენ თვეების განმავლობაში ყოველთვის ვამბობდიით, თუ რამდენად ეფექტურია პირბადე ინფექციისგან დასაცავად. დღევანდელი ეპიდვითარების გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ერთ- ერთი ყველაზე მნიშველოვანი და ეფექტური საშუალება, რათა ჩვენ შევძლოთ და მოვახდინოთ მეოთხე ტალღის ეფექტურად დაძლევა“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ცნობისთვის: საქართველოში კოვიდ–ინფიცირების რეკორდული ნამატი გამოვლინდა. კერძოდ, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 6 208 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 3 539 პირი გამოჯანმრთელდა, 47 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 47 872 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 873, „პისიარ“ ტესტით – 13 999.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 12,97%, ბოლო 14 დღის – 10,63%, ბოლო შვიდი დღის – 11,14%.
- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 490 462 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 429 190 პირი გამოჯანმრთელდა, 6 483 პაციენტი გარდაიცვალა.
- სულ აცრილია 831 815 ადამიანი, დღიურად აცრილია 25 083.


