6 208 ახალი შემთხვევა – თბილისი და 9 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირება ყველაზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა
17/08/2021 06:51:58 საზოგადოება
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების რეკორდული ნამატი გამოვლინდა. კერძოდ, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 6 208 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 3 539 პირი გამოჯანმრთელდა, 47 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 47 872 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 873, „პისიარ“ ტესტით – 13 999.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 12,97%, ბოლო 14 დღის – 10,63%, ბოლო შვიდი დღის – 11,14%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 208 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 2 540 შემთხვევა,
- აჭარა - 810,
- იმერეთი - 782,
- ქვემო ქართლი - 307,
- შიდა ქართლი - 363,
- გურია - 172,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 368,
- კახეთი - 513,
- მცხეთა-მთიანეთი - 157,
- სამცხე-ჯავახეთი - 146,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 50.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 54 763 საიდანაც 6 965 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 122, აჭარაში - 930, იმერეთში - 1 013.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 429 პირი, მათ შორის, თბილისში - 605, აჭარაში - 148, იმერეთში - 327. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 323 პირი, მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 17, იმერეთში - 20.
3 481 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 646 - თბილისში, 1 298- აჭარაში.
44 317 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 79 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 74, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 16 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 051 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 49 901 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 25 349, პირი, აჭარაში - 6 994, იმერეთში - 5 270.
- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 490 462 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 429 190 პირი გამოჯანმრთელდა, 6 483 პაციენტი გარდაიცვალა.
- სულ აცრილია 831 815 ადამიანი, დღიურად აცრილია 25 083.


