საქართველოში კოვიდ–ინფიცირების რეკორდული ნამატი გამოვლინდა
17/08/2021 06:44:53 საზოგადოება
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების რეკორდული ნამატი გამოვლინდა. კერძოდ, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 6 208 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 3 539 პირი გამოჯანმრთელდა, 47 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 47 872 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 873, „პისიარ“ ტესტით – 13 999.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 12,97%, ბოლო 14 დღის – 10,63%, ბოლო შვიდი დღის – 11,14%.
- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 490 462 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 429 190 პირი გამოჯანმრთელდა, 6 483 პაციენტი გარდაიცვალა.
- სულ აცრილია 831 815 ადამიანი, დღიურად აცრილია 25 083.


