Accentnews.ge
ქაბულის აეროპორტიდან საევაკუაციო რეისები განახლდა

ქაბულის აეროპორტიდან საევაკუაციო რეისები განახლდა

17/08/2021 05:50:41 მსოფლიო

ქაბულის საერთაშორისო აეროპორტიდან დიპლომატებისა და სამოქალაქო პირების ევაკუაციის მიზნით დღეს დილიდან ფრენები განახლდა.

"ბევრი ადამიანი, ვინც გუშინ აქ იყო, სახლში წავიდა”, - განუცხადა Reuters-ს ​ დასავლეთის უსაფრთხოების ძალების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

თუმცა როგორც გამოცემა იუწყება, აეროპორტიდან სროლის ხმა პრიოდულად მაინც ისმის.

ამ დროისთვის აეროპორტს ამერიკული ძალები აკონტროლებენ. ადგილზე 2500 ამერიკელი სამხედროა. როგორც გუშინ პენტაგონში განაცხადეს, აშშ ქაბულში დამატებით 500 სამხედროს გააგზავნის.

ცნობისთვის: 16 აგვისტოს "თალიბანის" მიერ ქაბულის აღების შემდეგ აეროპორტს ქვეყნის დატოვების მსურველი ათასობით მოქალაქე მიაწყდა. მედიის ინფორმაციით, შექმნილი ქაოსის შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ავღანელი, რომელიც თვითმფრინავს გარედან იყო ჩაჭიდებული და აფრენილი ხომალდიდან გადმოვარდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S