Accentnews.ge
"თუ "თალიბანი" ჩვენს პერსონალზე მიიტანს იერიშს ან საევაკუაციო ოპერაციის ჩაშლას ეცდება, პასუხი იქნება დამანგრეველი"

"თუ "თალიბანი" ჩვენს პერსონალზე მიიტანს იერიშს ან საევაკუაციო ოპერაციის ჩაშლას ეცდება, პასუხი იქნება დამანგრეველი"

16/08/2021 20:40:19 მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ თალიბანი ავღანეთში მყოფ ამერიკელებზე მიიტანს იერიშს, შეერთებული შტატების საპასუხო ზომები "დამანგრეველი იქნება".

"ჩვენ განვუცხადეთ "თალიბანს", რომ თუ თალიბები ჩვენს პერსონალზე განახორციელებენ თავდასხმას, ან ჩვენს საევაკუაციო ოპერაციას ჩაშლიან, პასუხი იქნება სწრაფი და დამანგრეველი",– განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, არ ნანობს ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების გამოყვანის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას:

"ავღანეთში მიმდინარე მოვლენების გამო ძალიან ვწუხვარ, თუმცა არ ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S