Accentnews.ge
"მე ჩემი გადაწყვეტილების ერთგული ვრჩები, რაც შეეხება ევაკუაციის თაობაზე კრიტიკას, ქვეყნის უფრო ადრე დატოვება ავღანელებს არ სურდათ"

"მე ჩემი გადაწყვეტილების ერთგული ვრჩები, რაც შეეხება ევაკუაციის თაობაზე კრიტიკას, ქვეყნის უფრო ადრე დატოვება ავღანელებს არ სურდათ"

16/08/2021 20:29:29 მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, იგი ავღანეთიდან აშშ–ის ჯარების გაყვანის თაობაზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება.

"აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "თალიბანთან" გარიგება დადო და ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა 15 500 -დან 2 500 -მდე შეამცირა. ამასთან, ტრამპის გარიგება ითვალისწინებდა აშშ-ის ძალების მიერ ქვეყნის დატოვებას 1 მაისამდე. არჩევანი, რომელიც მე უნდა გამეკეთებინა, იყო, რომ ან უნდა შემესრულებინა ეს შეთანხმება, ან დამეწყო სამზადისი, რომ დავბრუნებულიყავი თალიბებთან საბრძოლველად მაისის შუა რიცხვებში. [...] არასოდეს ყოფილა კარგი პერიოდი აშშ-ის ჯარების გაყვანისთვის”, – განაცხადა ბაიდენმა და დასძინა, რომ ავღანეთი ”იმაზე სწრაფად დაეცა, ვიდრე მოსალოდნელი იყო”.

როგორც მან აღნიშნა, ავღანეთში ამერიკის მთავარი მიზანი ტერორიზმის აღმოფხვრა იყო და არა ავღანეთში სახელმწიფოს აშენება.

ბაიდენის თქმით, ავღანეთის პოლიტიკურმა ლიდერები დანებდნენ და ქვეყნიდან გაიქცნენ.

"ავღანეთის არმია დაიშალა, რიგ შემთხვევაში არც კი უბრძოლიათ. ამერიკელი ჯარები არ შეიძლება და არ უნდა იბრძოდნენ და იღუპებოდნენ ომში, რომელში ბრძოლაც თავად ავღანურ ძალებს არ სურთ".

რაც შეეხება კითხვას ავღანელი პერსონალის დაგვიანებული ევაკუაციის თაობაზე, ბაიდენმა შემდეგი განაცხადა;

"აქ არის ორი მიზეზი. პირველი – ქვეყნის უფრო ადრე დატოვება ავღანელებს არ სურდათ და მეორე – ავღანელ ოფიციალურ პირებს არ სურდათ მთავრობისადმი უნდობლობის გაჩენა, რაც მასობრივი ევაკუაციის შემთხვევაში შეიქმნებოდა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S