Accentnews.ge
საფრანგეთის პრეზიდენტი: "ევროპა ავღანეთიდან უკონტროლო მიგრაციის ნაკადებისგან უნდა დავიცვათ"

საფრანგეთის პრეზიდენტი: "ევროპა ავღანეთიდან უკონტროლო მიგრაციის ნაკადებისგან უნდა დავიცვათ"

16/08/2021 19:48:36 მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროკავშირი გამოვა ახალი ინიციატივით, რათა აღკვეთოს მიგრანტების დიდ ნაკადი, რომელიც ახლა ავღანეთიდან არის მოსალოდნელი.

"ევროპა ავღანეთიდან უკონტროლო მიგრაციის ნაკადებისგან უნდა დავიცვათ", – განაცხადა მაკრონმა.

მისივე თქმით, საფრანგეთი გააგრძელებს იმ ავღანეთლა დახმარებას, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ:

"800–მდე ავღანელი, მათ შორის თარჯიმნები და მზარეულები, რომლებიც ავღანეთში საფრანგეთის ძალებთან ერთად მუშაობდნენ, საფრანგეთის ტერიტორიაზე უკვე გადაიყვანეს. ათობით ავღანელი კვლავ ავღანეთში რჩება. ჩვენ მათ ევაკუაციასაც განვახორციელებთ".

ამასთან, მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი მზადაა, დაეხმაროს აქტივისტებს, მხატვრებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც თავიანთი პროფესიის გამო რისკის ქვეშ არიან:

”ჩვენ დავეხმარებით მათ, რადგან საფრანგეთის პატივია იყოს მათ გვერდით, ვინც იზიარებს ჩვენს ღირებულებებს”.

როგორც მან აღნიშნა, ავღანელ ქალებს აქვთ უფლება, იცხოვრონ თავისუფლად და ღირსეულად.

”ვინც ომსა და ძალადობას ირჩევს, მათ მინდა ვუთხრა, რომ ისინი ირჩევენ იზოლაციას".

მისი თქმით, ავღანეთი ხელახლა არ უნდა იქცეს ტერორისტთა თავშესაფრად, რადგან ეს საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და საერთაშორისო სტაბილურობას.

ცნობისთვის: დღეს "თაიბანმა" ქაბული აიღო. მოსახლეობის ნაწილი ქალაქიდან გაღწევას ცდილობს. მოქალაქეებით გადავსებულია ქაბულის აეროპორტი. ხალხის მასის გაკონტროლების მიზნით აეროპორტში გამაფრთხილებელი სროლებიც განხორციელდა. მედიის ცნობით, დაღუპულია 5 ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S