მერკელი აცხადებს, რომ გერმანიამ ავღანეთიდან 10 000 პირის სასწრაფო ევაკუაცია უნდა განახორციელოს
16/08/2021 15:22:28 მსოფლიო
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ გერმანიამ ავღანეთიდან 10 000 პირის სასწრაფო ევაკუაცია უნდა განახორციელოს.
აღნიშნულის შესახებ მან პარტია „ქრისტიან დემოკრატიული კავშირის“ წევრებთან საუბრისას განაცხადა.
ევაკუაციას დაქვემდებარებულ პირებში 2 500 ადგილობრივი დამხმარე პერსონალი, ადამიანის უფლებათა დამცველები, იურისტები და ის პირები შედიან, რომელთა სიცოცხლე დარჩენის შემთხვევაში რისკის ქვეშა იქნება, რაც ჯამში დაახლოებით 10 000 ადამიანს შეადგენს.
კანცლერის თქმით, ქვეყნის დატოვების მსურველთა მხარდასაჭერად, ბერლინმა ავღანეთის მეზობელ ქვეყნებთანაც უნდა ითანამშრომლოს.
გუშინ გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავი გააგზავნა ავღანეთიდან გერმანიის მოქალაქეების, დიპლომატიური მისიის თანამშრომლებისა და ადგილობრივი დამხმარე პერსონალის ევაკუაციისთვის.


