უზბეკეთში ავღანეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს
16/08/2021 15:12:34 მსოფლიო
უზბეკეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ტერიტორიაზე შესული ავღანეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უზბეკეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მისი ცნობით, ხომალდმა ქვეყნის საჰაერო სივრცეში უკანონოდ გადაკვეთა. თავდაცვის უწყებას ბორტზე მყოფი ადამიანების შესახებ ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია.
რუსული მედიის ცნობით, ინციდენტი შერაბადის რაიონში 15 აგვისტოს მოხდა და შედეგად ავღანეთის სამთავრობო ძალების ერთი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.
მომხდარის თაობაზე დამატებითი დეტალები უცნობია.


