სოფელ მანდაეთში ხანძარს 101 წლის ცოლ-ქმარი ემსხვერპლა
16/08/2021 11:07:01 საზოგადოება
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა.
101 წლის ცოლ-ქმარი საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპა. ისინი სახლში მარტო იმყოფებოდნენ.
ცეცხლის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.


