ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 297-მდე გაიზარდა, სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს (ვიდეო)
16/08/2021 07:54:00 მსოფლიო
ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 297–მდე გაიზარდა, ასობით ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რიცხვი 5700–ს აჭარბებს.
7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ჰაიტის დასავლეთით 14 აგვისტოს მოხდა, მიწისძვრამ დაანგრია და დააზიანა შენობები, მათ შორის ეკლესიები და სასტუმროები.
რა ხდება ჰაიტიზე დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ:
ჰაიტიზე ძლიერი მიწისძვრა 2010 წელსაც მოხდა, რა დროსაც 200 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ქვეყანაში შენობების უმეტესობა გაანადგურა.


