მედია – ქაბულის აეროპორტში სროლების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა (ვიდეო)
16/08/2021 07:29:29 მსოფლიო
ქაბულის აეროპორტში სროლების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, – იუწყება The Wall Street Journal.
მისივე ცნობით, მსხვერპლი სამგზავრო ტერმინალში სროლას მოჰყვა.
მანამდე, Reuters–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, "ამერიკელი ჯარისკაცები იძულებულნი გახდნენ, განეხორციელებინათ გამაფრთხილებელი გასროლები აეროპორტში ხალხის მასის შესაჩერებლად".
ცნობისთვის: "თალიბანმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში პრეზიდენტის სასახლე დაიკავა. CNN-ის ცნობით, ფოტოები დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა "ტელეგრამში" გაავრცელა.
მანამდე, ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.BBC-ს ცნობით, იგი უზბეკეთში გაიქცა.
როგორც BBC იუწყება, "თალიბანი" ქაბულს უკვე სრულად აკონტროლებს.
მოსახლეობის ნაწილი ქალაქიდან გაღწევას ცდილობს. მოქალაქეებით გადავსებულია ქაბულის აეროპორტი.
ხალხის მასის გაკონტროლების მიზნით აეროპორტში გამაფრთხილებელი სროლებიც განხორციელდა.
ავღანეთში ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებიან. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მათ დაბრუნებაზე მუშაობს.


