Accentnews.ge
მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყანა:  "ავღანელებსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს ავღანეთის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება უნდა მიეცეთ"

მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყანა:  "ავღანელებსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს ავღანეთის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება უნდა მიეცეთ"

16/08/2021 07:12:44 მსოფლიო

მსოფლიოს 60-ზე მეტმა ქვეყანამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ავღანელებსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც ავღანეთის დატოვება სურთ, ქვეყნიდან გასვლის საშუალება უნდა მიეცეთ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნის დატოვების მსურველთათვის აეროპორტი და სასაზღვრო გადასასვლელები ღია უნდა დარჩეს.

"ავღანეთში ძალაუფლებასა და ხელისუფლებში მყოფი პირები, პასუხისმგებლები და ანგარიშვალდებულები არიან ადამიანის სიცოცხლისა და ქონების დაცვაზე, ასევე უსაფრთოხებისა და სამოქალაქო წესრიგის დაუყოვნებლივ აღდგენაზე. ავღანელი ხალხი იმსახურებს იცხოვროს უსაფრთხოდ და ღირსეულად. ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოება, მზად ვართ, მათ დავეხმაროთ", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერს 60-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის აშშ, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, კანადა, ავსტრალია და გაერთიანებული სამეფო.

ცნობისთვის: "თალიბანმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში პრეზიდენტის სასახლე დაიკავა. CNN-ის ცნობით, ფოტოები დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა "ტელეგრამში" გაავრცელა.

მანამდე, ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.BBC-ს ცნობით, იგი უზბეკეთში გაიქცა.

როგორც BBC იუწყება, "თალიბანი" ქაბულს უკვე სრულად აკონტროლებს.

მოსახლეობის ნაწილი ქალაქიდან გაღწევას ცდილობს. მოქალაქეებით გადავსებულია ქაბულის აეროპორტი. ხალხის მასის გაკონტროლების მიზნით აეროპორტში გამაფრთხილებელი სროლებიც განხორციელდა.

ავღანეთში ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებიან. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მათ დაბრუნებაზე მუშაობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S