თბილისი და 5 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირება ყველაზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა
16/08/2021 06:52:54 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 2 676 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 4 119 პირი გამოჯანმრთელდა, 30 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ჩატარდა 25 730 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 637, „პისიარ“ ტესტით – 12 093.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,4%, ბოლო 14 დღის – 10,47%, ბოლო 7 დღის – 11,09%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 958 შემთხვევა,
- აჭარა - 538,
- იმერეთი - 319,
- ქვემო ქართლი - 115,
- შიდა ქართლი - 80,
- გურია - 77,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 161,
- კახეთი - 297,
- მცხეთა-მთიანეთი - 43,
- სამცხე-ჯავახეთი - 74,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 52 141 საიდანაც: 6 986 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 176, აჭარაში - 931, იმერეთში - 1 007. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 421 პირი, მათ შორის, თბილისში - 608, აჭარაში - 143, იმერეთში - 327. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 303 პირი, მათგან თბილისში - 198, აჭარაში - 18, იმერეთში - 20. 3 463 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 619 - თბილისში, 1 298- აჭარაში. 41 692 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 76 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 71, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 15 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 043 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 500 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 24 018, პირი, აჭარაში - 6 968, იმერეთში - 4 986.
- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 484 254 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 425 651 პირი გამოჯანმრთელდა, 6 436 პაციენტი გარდაიცვალა.
- სულ აცრილია 806 681 ადამიანი, დღიურად აცრილია 14 784.


