ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების 2 676 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი
16/08/2021 06:51:47 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 2 676 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 4 119 პირი გამოჯანმრთელდა, 30 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ჩატარდა 25 730 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 637, „პისიარ“ ტესტით – 12 093.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,4%, ბოლო 14 დღის – 10,47%, ბოლო 7 დღის – 11,09%.
- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 484 254 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 425 651 პირი გამოჯანმრთელდა, 6 436 პაციენტი გარდაიცვალა.
- სულ აცრილია 806 681 ადამიანი, დღიურად აცრილია 14 784.


