"თალიბანმა" ავღანეთის პრეზიდენტის სასახლე დაიკავა, თავად პრეზიდენტი კი უზბეკეთში გაიქცა, სროლაა ქაბულის აეროპორტში (ვიდეო)
16/08/2021 06:40:21 მსოფლიო
"თალიბანმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში პრეზიდენტის სასახლე დაიკავა. CNN-ის ცნობით, ფოტოები დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა "ტელეგრამში" გაავრცელა.

მანამდე, ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.BBC-ს ცნობით, იგი უზბეკეთში გაიქცა.
როგორც BBC იუწყება, "თალიბანი" ქაბულს უკვე სრულად აკონტროლებს.
მოსახლეობის ნაწილი ქალაქიდან გაღწევას ცდილობს. მოქალაქეებით გადავსებულია ქაბულის აეროპორტი.
ხალხის მასის გაკონტროლების მიზნით აეროპორტში გამაფრთხილებელი სროლებიც განხორციელდა.
ავღანეთში ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებიან. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მათ დაბრუნებაზე მუშაობს.


