საქართველოში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
16/08/2021 05:00:50 საზოგადოება
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრე 5.1 მაგნიტუდას შეადგენდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელი სამება იყო.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 05:44 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრა მოხდა სოფელ სამებასთან 05:51 საათზეც, რომელიც სიმძლავრეც 3.2 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა. რამდენიმე საათით ადრე საქართველოში კიდევ ორი მიწისძვრა მოხდა, რომელთა ეპიცენტრი ასევე სოფელ სამებასთან იყო. 23:42 საათზე დაფიქსირებული ბიძგების სიძლიერე 3.7 მაგნიტუდა, ხოლო 03:19 საათზე 4.1 მაგნიტუდა იყო.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში სოფელ სამებასთან მიწისძვრა არაერთხელ მოხდა.


