Accentnews.ge
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დამდგენ კომისიას მუშაობის საშუალება უნდა მიეცეს

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დამდგენ კომისიას მუშაობის საშუალება უნდა მიეცეს

30/07/2019 09:49:30 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უნდა მიეცეს მუშაობის საშუალება კომისიას, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დადგენაზე მუშაობს,– ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დავით–გარეჯში დღეს არსებულ ვითარებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

მისი თქმით, იმის თაობაზე, რომ ორ მეგობარ ქვეყანას, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის უნდა არსებობდეს დადგენილი საზღვრები, გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოს პრეზიდენტის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის დროს.

„ეს გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა. შესაბამისად, მუშაობა განაახლა კომისიამ, რომელმაც საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო. ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოს სჭირდება დადგენილი საზღვრები განვითარებისთვის და იმ გეზისკენ სვლისთვის, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ აუცილებლად უნდა მიეცეს კომისიას მუშაობის საშუალება. რა თქმა უნდა, არ გვაქვს არავის ილუზია, რომ ეს დღეს და ხვალ მოხდება, მაგრამ კომისიას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ მშვიდ და ეფექტურ გარემოში იმუშაოს და მივიდეთ იმ შედეგებამდე, რომელ შედეგამდეც გვინდა მისვლა, ეს არის დადგენილი საზღვრები", - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

ცნობისთვის: ადგილობრივი სასულიერო პირებს განცხადებით, გარეჯში აზერბაიჯანელი სამხედროების რიცხვი გაიზარდა, ამასთან, ისევ ბლოკირებულია კომპლექსის სადავო ნაწილთან მისასვლელი გზა.  

ცნობისთვის: დავით-გარეჯის თემა 2012 წლის შემდეგ მღელვარების საგნად 2019 წლის 26 აპრილს იქცა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ტურისტებსა და მომლოცველებს დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილში 4 დღის განმავლობაში არ უშვებდნენ. ამ მღელვარების ფონზე შეიქმნა საზღვრის დამდგენი კომისია, რომელსაც ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობს. ცნობილია, რომ კომისიამ რამდენიმე შეხვედრა გამართა ბაქოში, დაგეგმილია ექსპერტების დონეზე სეხვედრა თავად გარეჯში.

იხილეთ ასევე: ისევ გარეჯი, ისევ ღელვა...

რა შედეგით დასრულდა ქართულ–აზერბაიჯანული მხარეების შეხვედრა გარეჯში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S