Accentnews.ge
დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში საველე ჰოსპიტალი მოეწყობა

დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში საველე ჰოსპიტალი მოეწყობა

15/08/2021 10:57:10 საზოგადოება

დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში საველე ჰოსპიტალი მოეწყობა.

ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად „პალიტრანიუსმა“ გაავრცელა. ტელეკომპანიის მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, რომ ამ ეტაპზე ჰოსპიტალის მოწყობის პროცესი მიმდინარეობს.

ჯანდაცვის სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ, თუმცა დამატებით კომენტარს ჯერ–ჯერობით არ აკეთებენ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 4 314 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 4 519 პირი გამოჯანმრთელდა, 35 პაციენტი გარდაიცვალა.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 12,66%, ბოლო 14 დღის – 10,38%, ბოლო 7 დღის – 11,03%.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 481 578 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 421 532 პირი გამოჯანმრთელდა, 6 371 პაციენტი გარდაიცვალა.
  • სულ აცრილია 791 863 ადამიანი, დღიურად აცრილია 23 010.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S