4 314 ახალი შემთხვევა – თბილისი და 7 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირება ყველაზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა
15/08/2021 07:04:07 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 4 314 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 4 519 პირი გამოჯანმრთელდა, 35 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ჩატარდა 34 074 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 813, „პისიარ“ ტესტით – 14 261.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 12,66%, ბოლო 14 დღის – 10,38%, ბოლო 7 დღის – 11,03%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 314 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 687 შემთხვევა,
- აჭარა - 772,
- იმერეთი - 618,
- ქვემო ქართლი - 202,
- შიდა ქართლი - 175,
- გურია - 129,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 247,
- კახეთი - 317,
- მცხეთა-მთიანეთი -59,
- სამცხე-ჯავახეთი - 88,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 53 614 საიდანაც 6 841 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 110, აჭარაში - 903, იმერეთში - 973.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 423 პირი, მათ შორის, თბილისში - 612, აჭარაში - 146, იმერეთში - 320. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 307 პირი, მათგან თბილისში - 193, აჭარაში - 22, იმერეთში - 20.
3 459 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 619 - თბილისში, 1 298- აჭარაში.
43 314 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 72 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 67, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 14 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 042 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45 919 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 22 311, პირი, აჭარაში - 6 570, იმერეთში - 4 690.
- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 481 578 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 421 532 პირი გამოჯანმრთელდა, 6 371 პაციენტი გარდაიცვალა.
- სულ აცრილია 791 863 ადამიანი, დღიურად აცრილია 23 010.


