ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების 4 314 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 35 პაციენტი
15/08/2021 06:52:33 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 4 314 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 4 519 პირი გამოჯანმრთელდა, 35 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ჩატარდა 34 074 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 813, „პისიარ“ ტესტით – 14 261.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 12,66%, ბოლო 14 დღის – 10,38%, ბოლო 7 დღის – 11,03%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 481 578 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 421 532 პირი გამოჯანმრთელდა, 6 371 პაციენტი გარდაიცვალა.
სულ აცრილია 791 863 ადამიანი, დღიურად აცრილია 23 010.


