Accentnews.ge
ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 304–მდე გაიზარდა, ასობით ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება (ვიდეო)

ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 304–მდე გაიზარდა, ასობით ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება (ვიდეო)

15/08/2021 06:30:33 მსოფლიო

ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 304–მდე გაიზარდა, ასობით ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რიცხვი 1800–ს აჭარბებს.

7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქვეყნის დასავლეთით გუშინ მოხდა, მიწისძვრამ დაანგრია და დააზიანა შენობები, მათ შორის ეკლესიები და სასტუმროები.

ქვეყანაში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ჰაიტიზე ძლიერი მიწისძვრა 2010 წელსაც მოხდა, რა დროსაც 200 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ქვეყანაში შენობების უმეტესობა გაანადგურა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S