Accentnews.ge
აშშ–ში იმ კოვიდ–ინფიცირებული ბავშვების რაოდენობამ, რომელთაც ჰოსპიტალიზება დასჭირდათ, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

აშშ–ში იმ კოვიდ–ინფიცირებული ბავშვების რაოდენობამ, რომელთაც ჰოსპიტალიზება დასჭირდათ, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

14/08/2021 20:56:22 მსოფლიო

ბოლო 24 საათში აშშ–ში იმ კოვიდ–ინფიცირებული ბავშვების რაოდენობამ, რომელთაც ჰოსპიტალიზება დასჭირდათ, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. კერძოდ, ჰოსპიტალიზებული ბავშვების რიცხვმა 1902 შეადგინა, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობის 2.4%–ს შეადგენს.

აღნიშნულის მიზეზად Covid-19-ის "დელტა" შტამი სახელდება.

სპეციალისტების განცხადებით, 12 წლამდე ბავშვების კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრა ჯერ–ჯერობით დაშვებული არ არის, ამიტომ ბავშვთა დასაცავად მოზარდებმა აცრა აუცილებლად უნდა ჩაიტარონ.

როგორც CNN იუწყება, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ტეხასის შტატში. დალასის ოლქის მოსამართლემ კლეი ჯენკინსმა განაცხადა, რომ ოლქში მდებარე კლინიკების ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში თავისუფალი საწოლი აღარ არის.

"ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენი შვილს მანქანა დაეჯახება, თუ თქვენს შვილს აქვს გულის თანდაყოლილი პრობლემა ან კორონავირუსი და სჭირდება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა, თქვენი შვილი უნდა დაელოდოს სხვა ბავშვის გარდაცვალებას, რომ საწოლი გათავისუფლდეს და მივიღოთ", – განაცხადა ჯენკინსმა.

მისი თქმით, შტატში მედპერსონალის დეფიციტია. მიმდინარე კვირის დასაწყისში ტეხასის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა განაცხადა, რომ 2 500-ზე მეტი მედიკოსი განთავსდება შტატის საავადმყოფოებში, რათა გაუმკლავდნენ კოვიდ–ინფიცირებული პაციენტების რაოდენობას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S