Accentnews.ge
14 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 229 236 ადამიანი

14 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 229 236 ადამიანი

14/08/2021 07:32:03 საზოგადოება

14 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 767 882 აცრა ჩატარდა. დღიურად აცრილია 26 524 პირი.

  • დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 229 236 ადამიანი.

ზედიზედ მე-5 დღეა, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიური ნამატი 5 000–ს აჭარბებს.

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 5 579 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 1 867 პირი გამოჯანმრთელდა, 50 პაციენტი გარდაიცვალა.

  • ქვეყანაში ჩატარდა 52 580 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 517, „პისიარ“ ტესტით – 19 063.
  • კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,61%, ბოლო 14 დღის – 10,13%, ბოლო შვიდი დღის – 10,93%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 477 264 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 417 013 პირი გამოჯანმრთელდა, 6 371 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S