5 579 ახალი შემთხვევა – თბილისი და 9 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირება ყველაზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა
14/08/2021 07:14:41 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 5 579 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 1 867 პირი გამოჯანმრთელდა, 50 პაციენტი გარდაიცვალა.
- ქვეყანაში ჩატარდა 52 580 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 517, „პისიარ“ ტესტით – 19 063.
- კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,61%, ბოლო 14 დღის – 10,13%, ბოლო შვიდი დღის – 10,93%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 579 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 2 355 შემთხვევა,
- აჭარა - 746,
- იმერეთი - 667,
- ქვემო ქართლი - 281,
- შიდა ქართლი - 345,
- გურია - 133,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 364,
- კახეთი - 418,
- მცხეთა-მთიანეთი -125,
- სამცხე-ჯავახეთი - 104,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 41.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 53 854 საიდანაც: 6 835 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 106, აჭარაში - 913, იმერეთში - 968. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 398 პირი, მათ შორის, თბილისში - 597, აჭარაში - 139, იმერეთში - 314. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 300 პირი, მათგან თბილისში - 192, აჭარაში - 19, იმერეთში - 17. 3 457 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 609 - თბილისში, 1 298- აჭარაში. 43 562 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 64, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 13 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 035 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 43 600 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 21 458, პირი, აჭარაში - 6 129, იმერეთში - 4 518.
- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 477 264 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 417 013 პირი გამოჯანმრთელდა, 6 371 პაციენტი გარდაიცვალა.
- სულ აცრილია 767 882 ადამიანი, დღიურად აცრილია 26 524.


