Accentnews.ge
ისრაელში დამზადებული „კოვიდ -19“-ის სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შემდეგ მძიმედ ინფიცირებული პაციენტების 93%-მა საავადმყოფო ხუთ ან ნაკლებ დღეში დატოვა

ისრაელში დამზადებული „კოვიდ -19“-ის სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შემდეგ მძიმედ ინფიცირებული პაციენტების 93%-მა საავადმყოფო ხუთ ან ნაკლებ დღეში დატოვა

13/08/2021 17:07:37 საზოგადოება

ისრაელის მიერ შექმნილი „კოვიდ -19“-ის სამკურნალო პრეპარატის EXO-CD24 გამოყენების შემდეგ მძიმედ ინფიცირებული პაციენტების 93%-მა საავადმყოფო ხუთ ან ნაკლებ დღეში დატოვა.

საბერძნეთის რამდენიმე საავადმყოფოში მყოფი მძიმე 90 კოვიდ-ინფიცირებულიდან 93%-მა ახალი „კოვიდ-19“-ის პრეპარტით მკურნალობიდან ხუთ დღეში დატოვა კლინიკა.

საუბარია, თელავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის მიერ შექმნილ პრეპარატზე, რომელიც საცდელი პერიოდის მეორე ფაზას გადის.

„ამ დროისთვის რაიმე სახის გვერდითი მოვლენა არ დაგვიფიქისრებია“, – განაცხადა პროფესორმა, ნადირ არბერმა.

არბერმა და მეცნიერთა ჯგუფმა პრეპარატი იმ მოლეკულის საფუძველზე შექმნეს, რომელსაც პროფესორი 20 წელიწადზე მეტია, იკვლევს.

პრეპარატი მცირე ცილაა, რომელიც უჯრედის მემბრანას აკრავს და აკონტროლებს იმ მექანიზმს, რაც ციტოკინურ შტორმზეა პასუხისმგებელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S