Accentnews.ge
ბენდელიანი: "ლორთქიფანიძის N10-ში საცხოვრებელი კორპუსი აღარ აშენდება"

ბენდელიანი: "ლორთქიფანიძის N10-ში საცხოვრებელი კორპუსი აღარ აშენდება"

13/08/2021 13:18:53 საზოგადოება

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი აცხადებს, რომ ლორთქიფანიძის ქუჩის N10-ში, სადაც გუშინ ფერდი ჩამოიშალა, კორპუსი აღარ აშენდება, კომპანია კი 30 ათასი ლარით დაჯარიმდება.

მისი თქმით, პირველადი მოკვლევის შედეგად, ჩამოშლა სამშენებლო პროცესის არასწორად და არათანმიმდევრულად მართვამ გამოიწვია:

"უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მთლიანი კორპუსის მოსახლეობა დროებით საცხოვრებლებში - სასტუმროებშია გაყვანილი. დღეს დილიდან პროცესში ჩაერთნენ დარგის ექსპერტები და პირველადი ვარაუდით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული ფერდის ჩამოშლა განპირობებულია მშენებლობის პროცესის არასწორი და არათანმიმდევრული მართვით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დედაქალაქის მერია არ შეეგუება არცერთი მშენებელი კომპანიის მიერ არასწორად და არათანმიმდევრულად ჩატარებულ სამუშაოებს".

როგორც მან აღნიშნა, შემდგომი მოკვლევისთვის საქმე სამართალდამცავ უწყებებს გადაეგზავნებათ. გარდა ამისა, დაწყებულია პროექტირების ეტაპი, რომლის მიზანიც, ფერდის და საჭიროების შემთხვევაში, მის მიმდებარედ არსებული კორპუსის გამაგრებაა:

"თავიანთ საცხოვრებელ სახლებში მოსახლეობის დაბრუნება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც სრულად ვიქნებით დარწმუნებული, რომ ამ სახლში მათი ცხოვრება უსაფრთხოა. ხაზგასმით შემიძლია აღვნიშნო და მოსახლეობა დავამშვიდო, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსი აღარ აშენდება".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S