Accentnews.ge
"მოითხოვეთ, რომ ექიმმა ჩანაწერი გააკეთოს, რატომ გეუბნებათ აცრაზე უარს"

"მოითხოვეთ, რომ ექიმმა ჩანაწერი გააკეთოს, რატომ გეუბნებათ აცრაზე უარს"

13/08/2021 10:46:57 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მოქალაქეებს მიმართავს, რომ ექიმს, რომელიც მათ აცრაზე რეკომენდაციას არ უწევს, ჩანაწერი გააკეთებინონ, თუ რატომ ეუბნება უარს.

როგორც მან აღნიშნა, თუ ვაქცინას არ უწერია კონკრეტული უკუჩვენება ინსტრუქციაში, ყველა დანარჩენი ადამიანისთვის, ის აბსოლუტურად მისაღებია.

"მინდა, მოსახლეობას მივმართო, ექიმმა ჩაუწეროს პირდაპირ, რატომ ეუბნება უარს აცრაზე, რა მიზეზით. მოითხოვეთ, რომ ექიმმა ეს ჩანაწერი გააკეთოს. დამერწმუნეთ, რომ შემდეგ ამას აღარ იტყვიან. ამით თავის არაკომპეტენტურობას გამოავლენენ ისინი, ვინც ჩაწერენ, რომ ბავშვობაში ჰქონდა ჭინჭრის ციება, ამიტომ ეუბნებიან უარს აცრაზე", - განაცხადა იმნაძემ.

ზედიზედ მე-4 დღეა, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიური ნამატი 5000–ს აჭარბებს.

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 5359 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 2726 პირი გამოჯანმრთელდა, 42 პაციენტი გარდაიცვალა.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 471 685 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 415 146 პირი გამოჯანმრთელდა, 6 321 პაციენტი გარდაიცვალა.
  • სულ აცრილია 741 353 ადამიანი, დღიურად აცრილია 25 432.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S