"რაც მეტი აუცრელი ადამიანია დედამიწაზე, მით მეტი შანსია, გამოჩნდეს ახალი მუტაციები"
13/08/2021 09:35:58 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ვაქცინაცია კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელებასთან კავშირშია.
"რაც მეტი აუცრელი ადამიანი იქნება დედამიწაზე, მით მეტი შანსია იმის, რომ გამოჩნდეს კიდევ ახალი მუტანტი შტამები, მუტაციები. რა თვისებების იქნება ეს შტამები, ამის წინასწარ თქმა ძალიან ძნელია", - განაცხადა იმნაძემ.
ზედიზედ მე-4 დღეა, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიური ნამატი 5000–ს აჭარბებს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 5359 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 2726 პირი გამოჯანმრთელდა, 42 პაციენტი გარდაიცვალა.
- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 471 685 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 415 146 პირი გამოჯანმრთელდა, 6 321 პაციენტი გარდაიცვალა.
- სულ აცრილია 741 353 ადამიანი, დღიურად აცრილია 25 432.


