"სადღეისოდ საქართველოში ყოველი 50-ე და 60-ე ჩვენი თანამოქალაქე კოვიდ–ინფიცირებულია"
13/08/2021 08:31:49 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, სადღეისოდ საქართველოში ყოველი 50-ე და 60-ე თანამოქალაქე კოვიდ–ინფიცირებულია.
„დღეს ქვეყანაში აბსულუტური რეკორდი გვაქვს, ქვეყანაში ერთდროულად ინფიცირებულია 50 000 ადამიანი. თუ გავითვალისწინებთ, რომ დადებითობის მაჩვენებელი 10%-არის, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანების ნაწილი, 20-25 პროცენტით მეტია, რომელიც ჩვენ ჯერ არ ვიცით, რომ ინფიცირებულია. აქედან გამომდინარე, თუ გადავიანგარიშებთ, გამოვა, რომ დაახლოებით, ყოველი 50-ე და 60-ე ჩვენი თანამოქალაქე ინფიცირებულია. ეს რეალობაა, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე სიტუაციაა", – განაცხადა იმნაძემ.
მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა აღნიშნულ ეპიდვითარებას ჯერ კიდევ უძლებს, თუმცა, „ყველაფერს თავის საზღვარი აქვს“.


