13 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 225 053 ადამიანი
13/08/2021 07:05:57 საზოგადოება
13 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 741 353 აცრა ჩატარდა.
- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 225 053 ადამიანი.
ზედიზედ მე-4 დღეა, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიური ნამატი 5000–ს აჭარბებს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 5359 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 2726 პირი გამოჯანმრთელდა, 42 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში ჩატარდა 50 937 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 30325, „პისიარ“ ტესტით – 20612.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,52%, ბოლო 14 დღის – 9,9%, ბოლო შვიდი დღის – 10,74%.
- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 471 685 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 415 146 პირი გამოჯანმრთელდა, 6 321 პაციენტი გარდაიცვალა.
- სულ აცრილია 741 353 ადამიანი, დღიურად აცრილია 25 432.


