Accentnews.ge
თბილისი და 8 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირება ყველაზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

თბილისი და 8 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირება ყველაზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

13/08/2021 06:52:37 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 5359 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 2726 პირი გამოჯანმრთელდა, 42 პაციენტი გარდაიცვალა.

  • ქვეყანაში ჩატარდა 50 937 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 30325, „პისიარ“ ტესტით – 20612.
  • კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,52%, ბოლო 14 დღის – 9,9%, ბოლო შვიდი დღის – 10,74%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 359 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 2 187 შემთხვევა,
  • აჭარა - 813,
  • იმერეთი - 698,
  • ქვემო ქართლი - 270,
  • შიდა ქართლი - 307,
  • გურია - 92,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 335,
  • კახეთი - 372,
  • მცხეთა-მთიანეთი -148,
  • სამცხე-ჯავახეთი - 102,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 35.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 50 192 საიდანაც: 6 635 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 014, აჭარაში - 880, იმერეთში - 971. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 327 პირი, მათ შორის, თბილისში - 583, აჭარაში - 137, იმერეთში - 318. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 326 პირი, მათგან თბილისში - 196, აჭარაში - 19, იმერეთში - 19. 3 409 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 615 - თბილისში, 1 298- აჭარაში. 40 148 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 53, ხოლო აჭარაში - 5.სულ 6 ოქტომბრიდან - 12 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 026 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 871 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 21 342, პირი, აჭარაში - 5 687, იმერეთში - 3 935.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 471 685 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 415 146 პირი გამოჯანმრთელდა, 6 321 პაციენტი გარდაიცვალა.
  • სულ აცრილია 741 353 ადამიანი, დღიურად აცრილია 25 432.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S