ზედიზედ მე-4 დღეა, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიური ნამატი 5000–ს აჭარბებს
13/08/2021 06:51:44 საზოგადოება
ზედიზედ მე-4 დღეა, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიური ნამატი 5000–ს აჭარბებს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 5359 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 2726 პირი გამოჯანმრთელდა, 42 პაციენტი გარდაიცვალა.
- ქვეყანაში ჩატარდა 50 937 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 30325, „პისიარ“ ტესტით – 20612.
- კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,52%, ბოლო 14 დღის – 9,9%, ბოლო შვიდი დღის – 10,74%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 471 685 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 415 146 პირი გამოჯანმრთელდა, 6 321 პაციენტი გარდაიცვალა.
სულ აცრილია 741 353 ადამიანი, დღიურად აცრილია 25 432.


