Accentnews.ge
"თალიბანმა" ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქი ყანდაარიც აიღო

"თალიბანმა" ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქი ყანდაარიც აიღო

13/08/2021 06:07:42 მსოფლიო

"თალიბანმა" ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქი ყანდაარიც აიღო. ქალაქი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სავაჭო ცენტრია, იქ მდებარეობს საერთაშორისო საეროპორტიც.

მანამდე, "თალიბანმა" ავღანეთის სიდიდით მესამე ქალაქი ჰერათი დაიკავა. მან აიღო ქაბულიდან 150 კილომეტრში მდებარე სტრატეგიული ქალაქი ღაზნიც. ღაზნის აღებას "თალიბანისთვის" სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი ავღანეთის დედაქალაქს ქვეყნის სამხრეთთან აკავშირებს. ამის შემდეგ თალიბები შეტევებს სავარაუდოდ, ქვეყნის სამხრეთში კიდევ უფრო გაააქტიურებენ.

BBC-ს ინფორმაციით, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციის მიზნით შეერთებული შტატები ავღანეთში 3 000-მდე ჯარისკაცს აგზავნის.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთი 6 000 ჯარისკაცს გააგზავნის თავისი მოქალაქეების დასახმარებლად.

"თალიბანი" თითქმის ყოველდღიურად იკავებს ახალ ტერიტორიებს, მას შემდეგ რაც 20–წლიანი ოპერაციების შემდეგ აშშ-მა და სხვა უცხოურმა ჯარებმა ქვეყანა დატოვეს.

"თალიბანი" ახლა აკონტროლებს ავღანეთის რეგიონალური ქალაქების მესამედს, რაც დამანგრეველი დარტყმაა სამთავრობო ძალებისთვის.

შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურების შეფასებით, ქაბული თალიბების თავდასხმის სამიზნე შესაძლოა, დაახლოებით, ერთ თვეში გახდეს. მისივე პროგნოზით, თუ ბრძოლების დღევანდელი ტემპი შენარჩუნდება ავღანეთი შესაძლოა, "თალიბანის" სრული კონტროლის ქვეშ დაახლოებით 3 თვეში მოექცეს.

"თალიბანის" დაწინაურებასთან ერთად საერთაშორისო თანამეგობრობაში ჩნდება ეჭვი, რომ თალიბები ქვეყანაში შარიათის კანონს დააბრუნებენ. გერმანიის მთავრობა აცხადებს, რომ თუ "თალიბანი" ავღანეთზე კონტროლს დაამყარებს და ქვეყანაში შარიათის კანონს აამოქმედებს, მაშინ ბერლინი ავღანეთს ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S