Accentnews.ge
ახალი ზელანდია საზღვრებს 2022 წლამდე არ გახსნის

ახალი ზელანდია საზღვრებს 2022 წლამდე არ გახსნის

13/08/2021 06:00:42 მსოფლიო

უცხოელებისთვის ზელანდიაში შესვლა მინიმუმ, მიმდინარე წლის ბოლომდე დარჩება შეზღუდული. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი სტრატეგია საუკეთესოა კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად და ამავე დროს ეკონომიკის "მუშა" მდგომარეობაში შესანარჩუნებლად.

"სრულად ჯერ უბრალოდ ვერ გავიხსნებით. ვიმოქმედებთ გააზრებულად და ფრთხილად, რადგან გვსურს, გზა მაქსიმალურად დარწმუნებულებმა განვაგრძოთ", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

როგორც ხელისუფლება აღნიშნავს, მომავალ წელს, როცა ზელანდია საზღვრებს გახსნის, კარგი ეპიდვითარების მქონე ქვეყნებიდან ჩასული, თანაც ვაქცინირებული ტურისტებისთვის სავალდებულო კარანტინი მოიხსნება, მაღალი მაჩვენებლების მქონე ქვეყნებიდან ჩამსვლელებისთვის კი ძალაში დარჩება.

ახალი ზელანდია პანდემიის კონტროლის კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად ითვლება. 5-მილიონიან სახელმწიფოში კორონავირუსისგან ამ დრომდე 26 მოქალაქეა გარდაცვლილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S