Accentnews.ge
კირკოროვს უკრაინაში შესვლა 3 წლით აუკრძალეს

კირკოროვს უკრაინაში შესვლა 3 წლით აუკრძალეს

13/08/2021 05:59:20 მსოფლიო

რუსეთში მოღვაწე ბულგარელ პოპ-მომღერალ ფილიპ კირკოროვს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა 3 წლით აუკრძალეს. როგორც ქვეყნის უშიშროების სამსახური იუწყება, ეს გადაწყვეტილება "უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებში" იქნა მიღებული.

24 ივნისს უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრომ სუს-ის მიმართვის საფუძველზე კირკოროვი იმ პირთა სიაში შეიყვანა, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან.

მიმართვის საფუძვლად დასახელდა "კირკოროვის არაერთი განცხადება და კონცერტი, რომელიც ყირიმის ანექსიის შესახებ კრემლის გადაწყვეტილების პროპაგანდირებას ემსახურებოდა".

მანამდე კირკოროვის მიმართ ანალოგიური გადაწყვეტილება ლიეტუვამ გამოაცხადა. მაშინაც ეს ყირიმის საკითხში მომღერლის პოზიციას უკავშირდებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S