Accentnews.ge
რუსეთში COVID-19-ისგან სიკვდილიანობის დღიურმა  მაჩვენებელმა 800-ს გადააჭარბა

რუსეთში COVID-19-ისგან სიკვდილიანობის დღიურმა მაჩვენებელმა 800-ს გადააჭარბა

13/08/2021 05:57:48 მსოფლიო

რუსეთში COVID-19-ისგან სიკვდილიანობის დღიურმა მაჩვენებელმა რეკორდი მოხსნა და 808-ს გაუტოლდა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 800-მდე მერყევობდა, განურჩევლად ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობისა, რამაც წარმოშვა ეჭვები ხელისუფლების მიერ სტატისტიკური მონაცემებით მანიპულირების თაობაზე.

ბოლო დღ-ღამის განმავლობაში, კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 21 932 ახალი შემთხვევა აღირიცხა, 20195 პაციენტი გამოჯანმრთლდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი, ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 6,5 მილიონს აჭარბებს, ამასთან, გარდაცვლილია 168 ათასზე მეტი პაციენტი.

თუმცა ჯანდაცვის სფეროს მაღალჩინოსნებს უკვე არაერთგზის მოუწიათ იმის აღიარება, რომ რეალური ვითარება გაცილებით მძიმეა როგორც სიკვდილიანობის, ისე ინფექციის გავრცელების მიმართულებით.

დემოგრაფების ინფორმაციით, გასული წლის მარტიდან ქვეყანაში ჭარბმა სიკვდილიანობამ 630 ათასს გადააჭარბა და ამ მაჩვენებლით რუსეთი მსოფლიოში პირველ-მეორე პოზიციაზეა ინდოეთთან ერთად, რომლის მოსახლეობის რაოდენობა რუსეთისას 10-ჯერ აღემატება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S