აშშ-ის FDA-მ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებისთვის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრის ნებართვა გასცა
13/08/2021 05:46:59 საზოგადოება
აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებისთვის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრის ნებართვა გასცა.
ე.წ. „ბუსტერ“ დოზა „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ ვაქცინის იქნება.
მესამე დოზით აცრიან იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მანამდე მიღებული 2 დოზის შედეგად იდეალური იმუნური რეაქცია არ ჩამოუყალიბდათ, რაც დაფიქსირდა სიმსივნით დაავადებულ უამრავ პაციენტში, ადამიანებში, რომლებსაც რომელიმე ორგანო გადანერგილი აქვთ, იმუნოდეფიციტის ვირუსებით დაავადებულ პაციენტებსა იმ ადამიანებში, რომლებიც იმუნოდეპრესიულ საშუალებებს ღებულობენ.
როგორც FDA–ში აცხადებენ, სხვა პირები, რომლებიც სრულად არიან ვაქცინირებულები, სათანადოდ დაცული არიან და ამ დროისთვის კოვიდ 19-ის ვაქცინის დამატებით დოზას არ საჭიროებენ.


