ირანმა რუსეთს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა
13/08/2021 05:52:18 მსოფლიო
თეირანში რუსეთის ელჩი ლევან ჯაგარიანი ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული.
მიზეზად იქცა დიპლომატის ფოტო ბრიტანეთის ახალ ელჩ საიმონ შერკლიფთან ერთად, რომელმაც ირანის ხელისუფლებას ქვეყანაში საბჭოთა კავშირისა და ბრიტანეთის ერთობლივი შეჭრა გაახსენა.
11 აგვისტოს ირანში რუსეთის საელჩომ ჯაგარიანისა და შერკლიფის ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა. კადრი კომპოზიციურად იმეორებს სხვა ცნობილ ფოტოს - თეირანის 1943 წლის კონფერენციაზე გადაღებულ კადრს, რომელზეც სსრკ-ის, აშშ-ისა და ბრიტანეთის ლიდერები იოსებ სტალინი, ფრანკლინ რუზველტი და უინსტონ ჩერჩილი კიბესთან სავარძლებში სხედან.
"ტვიტერში" განთავსებული ფოტოს ქვეშ კომენტარებში ირანელი მომხმარებლები იმაზე მიუთითებენ, რომ "ეს კადრი მათ კოლონიალურ წარსულს შეახსენებთ".
- სსრკ და ბრიტანეთი 1941 წლის აგვისტოში ირანში ერთობრივად შეიჭრნენ, შაჰ რეზა ფეხველის ტახტზე უარის თქმა აიძულეს და 1946 წლამდე ქვეყნის ოკუპაციას ახდენდნენ.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჯავად ზარიმ ფოტოს "უადგილო" უწოდა. "ირანელმა ხალხმა დაამტკიცა, რომ მისი ბედი არასოდეს გახდება დამოკიდებული უცხო ქვეყნებსა და მათ საელჩოებზე", - დაწერა მან ტვიტერში.
თავის მხრივ, რუსეთის საელჩომ მოგვიანებით ასევე ტვიტერში განაცხადა, რომ ფოტოს "ანტიირანული კონტექსტი არ ჰქონია". თუმცა ბოდიში რუსულ მხარეს არ მოუხდია.


