ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში დღეიდან მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი იხსნება
13/08/2021 05:42:04 საზოგადოება
ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში (სააკაძის მოედანი, კოსტავას 77) დღეიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ახალი ვაქცინაციის სივრცე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მისი ცნობით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრში იმუნიზაცია შესაძლებელი იქნება: „ფაიზერით“, „სინოვაკითა“ და „სინოფარმით“.
„სასურველი ვაქცინის მისაღებად წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის. ცენტრი იმუშავებს ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 10:00-დან 20:00- მდე, შესვენების გარეშე“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.


