Accentnews.ge
რუსეთის საიდუმლო ექსპორტი 61%-ით გაიზარდა

რუსეთის საიდუმლო ექსპორტი 61%-ით გაიზარდა

13/08/2021 05:41:07 მსოფლიო

2021 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში რუსეთიდან საბაჟო სტატისტიკაში გასაიდუმლოებული საქონლის ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 61%-ით გაიზარდა და 27 მლრდ დოლარი შეადგინა, - იუწყება რუსული გამოცემა "Ведомости" ფედერალურ საბაჟო სამსახურზე დაყრდნობით.

საუბარია საქონლის იმ სახეობებზე, რომელთაც საბაჟო საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლე ნომენკლატურის დონის მიხედვით SS, SSSS და სხვა მსგავს "საიდუმლო კოდებს" ქვეშ მალავს.

გამოცემის ინფორმაციით, საიდუმლო ექსპორტის მოცულობა პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა.

რაც შეეხება საქონლის სახეობებს, 20 მლრდ დოლარი (გასაიდუმლოებული ექსპორტის მთლიანი მოცულობის 74%) მოდის ბუნებრივი აირის მიწოდებებზე, მისი ძირითადი მომხმარებლები კი გერმანია (4,9 მლრდ დოლარი), თურქეთი (2,7 მლრდ დოლარი) და იტალია (1,8 მლრდ დოლარი) არიან.

მეორე ადგილს იკავებს სამხედრო მრეწველობის, ავია- და გემთმშენებლობის პროდუქცია. ამ სექტორში საიდუმლო ექსპორტი წლის პირველ ნახევარში 31%-ით გაიზარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S