Accentnews.ge
თბილისში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე ფერდის ნაწილის ჩამოშლის გამო კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

თბილისში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე ფერდის ნაწილის ჩამოშლის გამო კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

12/08/2021 19:25:03 საზოგადოება

თბილისში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე ფერდის ნაწილის ჩამოშლის გამო 10–სართულიანი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

როგორც მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, მოქალაქეები სხვადასხვა სასტუმროში გადანაწილდებიან.

"პირველადი ამოცანა მოქალაქეების უსაფრთხოებაა და აქედან გამომდინარე, მოხდება მათი ევაკუაცია. ასევე დაიწყება ჩამოშლილი კლდის ფერდის გამაგრებითი სამუშაოები და საჭიროების შემთხვევაში გამაგრდება საცხოვრებელი კორპუსი", – განაცხადა ბენდელიანმა.

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, სპეციალისტები ამ წუთებში სწავლობენ შემთხვევის ადგილს, რათა დადგინდეს, დაზიანდა თუ არა ათსართულიანი კორპუსი მშენებლობის შედეგად. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

ლორქიფანიძის 10 ნომერში მდებარე კორპუსში, რომლის გვერდითაც კლდის მასა ჩამოიშალა, დაახლოებით 90 ოჯახი ცხოვრობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S