Accentnews.ge
პრეზიდენტმა „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა შოთა ქარსელაძე, რომელმაც გოგო მტკვარში დახრჩობას გადაარჩინა

პრეზიდენტმა „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა შოთა ქარსელაძე, რომელმაც გოგო მტკვარში დახრჩობას გადაარჩინა

12/08/2021 15:42:24 საზოგადოება

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა შოთა ქარსელაძე, რომელმაც გოგო მტკვარში დახრჩობას გადაარჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო შოთა ქარსელაძის დედას, მარინა გარსევანიშვილს გადასცა.

„2021 წლის 3 ივლისს ქ. თბილისში, მდინარე მტკვარში ადამიანის გადარჩენისას გამოვლენილი სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისათვის, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისათვის შოთა ქარსელაძე დაჯილდოვდეს მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ (სიკვდილის შემდეგ)“, – წერია პრეზიდენტის განკარგულებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S